კურორტი / კურორტის შესახებ
კურორტი
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი 

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, თბილისიდან 252 კილომეტრის, ხოლო ბათუმიდან 109 კილომეტრის დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო გზებით არის გამორჩეული.

გოდერძი ზამთარში მომხარებელს სთავაზობს ორ მცირე ზომის საბაგირო ხაზს, ასევე, 8 ადგილიან გონდოლასა და 6 ადგილიან ბაბლს. კურორტზე სასრიალო გზების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს. გოდერძიზე ფუნქციონირებს 35 ადგილიანი სასტუმრო "მეტეო" და 70 ადგილზე გათვლილი 6 კოტეჯი. კურორტი გოდერძი სტუმრებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულში შესაძლებელია ალპური მთისა და ტყის ჰაიკინგი, ველოსიპედითა და ცხენით გასეირნება. ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ადგილობრივი სამკურნალო-მინერალური წყლები და მოინახულონ გოდერძის ნამარხი ტყე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებით და ფოთლების ანაბეჭდებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში. აქვე მდებარეობს მომნუსხველი მწვანე ტბა, საუცხოო ადგილი კემპინგის მოსაწყობად. ასევე, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს X-XI საუკუნეში აგებული ხიხანის ციხე, რომელიც აჭარა-შავშეთის საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2635 მეტრის სიმაღლეზე.
Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
-5°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო