კვება / აჭარული სამზარეულო
კვება
აჭარული სამზარეულო
აჭარული ხაჭაპური 

აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა ორიგინალური ფორმითა და განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს, როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირა მცხოვრებ ლაზებს ცომისათვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. 

აჩმა 

აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურებისაგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომელშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. 

სინორი 

სინორი გამორჩეულად ნოყიერი აჭარული კერძია. მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ფორმის ფირფიტები, ნადუღი და ერბოა საჭირო, რომელსაც ოსტატურად ურევენ ერთმანეთში და კეცზე აცხობენ. 

იახნი 

იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების უამრავ ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. 

ბაქლავა 

ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომზადების წესით გამოირჩევა. ლანგარზე გადაჭიმულ სიფრიფანა ცომის ფენებს სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქულ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოსმალახტო 

მალახტო 

მალახტო აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი ლობიოს კერძია, რომელსაც ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ. მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებსა და მკვახე ყურძენის წვენს ამატებენ რაც მალახტოსგანსაკუთრებულ გემოს მატებს. 

კაიმაღი 

კაიმაღი რძის პროდუქტებისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი დაგემოვნება სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. 

აჭარული ყველი 

აჭარული ყველის მრავალი სახეობაა გავრცელებული, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია აჭარული დაწნული ყველი, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, საუცხოო ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.
კვება
აჭარული სამზარეულო
Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
-4°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო