განახლდა:

მულტისკი 2026/27: ერთი აბონემენტი გოდერძისა და ბაკურიანისთვის
26.11.2026

მულტისკი 2026/27: ერთი აბონემენტი გოდერძისა და ბაკურიანისთვის

მულტისკი M.T.A.-ს აბონემენტია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კურორტზე მოქმედებს. 2026/27 სეზონზე ორი ვარიანტია: გოდერძი და ბაკურიანი ერთად და ოთხი კურორტი — გოდერძი, ბაკურიანი, გუდაური და მესტია. სეზონური მულტისკი საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს ერთნაირი ფასი უჯდებათ.

გოდერძი და ბაკურიანი

აბონემენტი, ლარისაქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებიუცხო ქვეყნის მოქალაქეები
უფროსიბავშვი 6–12უფროსიბავშვი 6–12
სეზონური650325650325
სეზონური, მოზარდი (13–18)425–425–
სტუდენტური (20 დღე სეზონზე)325–––

მოზარდის ტარიფი 13–18 წლისთვისაა. სტუდენტური აბონემენტი (20 დღე სეზონზე) მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ეყიდებათ.

ოთხი კურორტი

აბონემენტი, ლარისაქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებიუცხო ქვეყნის მოქალაქეები
უფროსიბავშვი 6–12უფროსიბავშვი 6–12
სეზონური10005001000500
სეზონური, მოზარდი (13–18)650–650–
სტუდენტური (20 დღე სეზონზე)500–––
10 დღე სეზონზე650325865435
7 დღე სეზონზე470235630315

სეზონურის გარდა არის 7- და 10-დღიანი პაკეტები. მათში უცხოელისთვის ფასი უფრო მაღალია.

როდის ამართლებს სეზონური

650-ლარიანი მულტისკი გოდერძის დღიურ პაკეტებს შევადარეთ. საქართველოს მოქალაქე, რომელიც მხოლოდ აქ სრიალებს, აბონემენტს სრიალის მე-17 დღისთვის ამართლებს. უცხოელი — მე-13 დღისთვის, რადგან მისთვის დღიური პაკეტები უფრო ძვირია.

თუ ბაკურიანშიც აპირებ წასვლას, აბონემენტი უფრო ადრე ამართლებს: იქ დღიური აბონემენტი გოდერძზე ძვირია.

წყაროები

  • M.T.A. Goderdzi, აბონემენტის ფასები, ზამთრის სეზონი 2026–2027
  • M.T.A.: ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება, 28.10.2026

გეგმავთ გოდერძიზე ჩასვლას?

სასტუმროები, კოტეჯები და ჰოსტელი საბაგიროსთან ახლოს. ჩვენ ვადასტურებთ თავისუფალ ადგილებს, შემდეგ კი წინასწარი გადახდით ჯავშანს იმაგრებთ.

აირჩიეთ განთავსება

ბოლო სიახლეები