განახლდა:

მულტისკის მეორე პარტია 20%-იანი ფასდაკლებით: 1500 აბონემენტი 23 ნოემბრიდან
23.11.2026

მულტისკის მეორე პარტია 20%-იანი ფასდაკლებით: 1500 აბონემენტი 23 ნოემბრიდან

M.T.A. Visa-სთან ერთად აქციის მეორე პარტიას იწყებს. 23 ნოემბრიდან 12:00-ზე mta.ski-ზე ოთხი კურორტის 1500 სეზონური მულტისკი იყიდება 20%-იანი ფასდაკლებით. აბონემენტი მოქმედებს გოდერძზე, ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში.

პირველი პარტია, 1000 აბონემენტი 30%-იანი ფასდაკლებით, გაყიდვაში 20 ნოემბერს გამოვიდა.

რა ღირს

ოთხი კურორტის სეზონური მულტისკის სრული ფასი 1000 ლარია. ჩვენი გათვლით, 20%-იანი ფასდაკლებით ის 800 ლარი დაჯდება. მხოლოდ გოდერძისა და ბაკურიანის მულტისკი 650 ლარი ღირს და აქციაში არ შედის. ყველა ტარიფი იხილე ფასების სიახლეში.

აქციის პირობები

  • მხოლოდ უფროსის სეზონური მულტისკი;
  • ერთ ბარათზე მაქსიმუმ ორი აბონემენტი;
  • ყიდვა მხოლოდ mta.ski-ზეა შესაძლებელი;
  • თბილისში მიწოდება უფასოა, სეზონის გახსნიდან კი აბონემენტის აღება კურორტის სალაროშიც შეიძლება.

შესაფერისი ბარათებია: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum, Miles&Smiles Visa Signature, Ertguli Visa Signature და Ertguli Visa Platinum. გადახდა Apple Pay-ითა და Google Pay-ითაც შეიძლება.

Premium Skipass საჩუქრად

აქციით ყველა მყიდველი იღებს Premium Skipass-ს Fast Track-ის ცალკე შესასვლელით გუდაურის ოთხ საბაგიროზე.

წყაროები

  • M.T.A.: მულტისკის მეორე პარტია 20%-იანი ფასდაკლებით, 20.11.2026
  • M.T.A.: მულტისკის ფასდაკლება Visa ბარათებით, 12.11.2026

გეგმავთ გოდერძიზე ჩასვლას?

სასტუმროები, კოტეჯები და ჰოსტელი საბაგიროსთან ახლოს. ჩვენ ვადასტურებთ თავისუფალ ადგილებს, შემდეგ კი წინასწარი გადახდით ჯავშანს იმაგრებთ.

აირჩიეთ განთავსება

ბოლო სიახლეები