სიახლეები
2018/19 წლის სეზონის გახსნა კურორტზე გოდერძი

28/12/2018

28 დეკემბერს მაღალმთიან აჭარაში, კურორტზე გოდერძი ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

2018-2019 წლების ზამთრის სეზონზე კურორტ გოდერძიზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). აგრეთვე ახალ სეზონზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, ასევე მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან კი 2365 მეტრია.


უკან
Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
13°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო