სიახლეები
მთის პერსონალის გადამზადება

27/06/2018

ავსტრიულმა კომპანია „დოპელმაიერმა“ საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სამთო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთსა და გოდერძიზე მომუშავე 89 სპეციალისტმა, რომლებიც ავსტრიული კომპანიის „დოპელმაიერის“ ფირმის საბაგიროებს ემსახურებიან, 22 დღის განმავლობაში, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო კურსი გაიარა და სერტიფიკატები გადაეცა. 

აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბაგიროების მწარმოებელ კომპანია ,,დოპელმაიერს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების - ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და ჰაწვალის საბაგირო გზებზე მომსახურე პერსონალის გადამზადებას, საბაგიროს უსაფრთხო მართვასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს. 


უკან
Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
16°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო