სიახლეები
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები საქართველოში

06/03/2018

საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები შეისწავლიან. საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათავო ოფისიდან ექსპერტების ჯგუფი ეწვია ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. 

ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს. 

„შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ უწევს. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს ესტუმრებიან გუდაურსა და ყაზბეგს, 8 მარტს კი, ბორჯომ-ბაკურიანს.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა.

მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით, ოლიმპიური კომიტეტის სათავო ოფისიდან ექსპერტების ვიზიტი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.


უკან
Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
16°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო