სიახლეები
2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები

24/01/2018

საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლოზანაში ვიზიტის დროს, შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან და ერთად განიხილეს, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ამ პერიოდის მანძილზე. მისივე თქმით, მარტის დასაწყისში საქართველოში ჩამოვა სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის დღევანდელ არსებულ მდგომარეობას.

“დელეგაცია არსებული მიმართულებების იდენტიფიცირებას მოახდენს, თუნდაც იმ ჩავარდნების, რომელიც გვაქვს.  მიმართულებების, რომლის განვითარებაც აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას დღევანდელი დღიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე, ძალიან დიდ ყურადღებას მიიპყრობს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ამას ხაზს ვუსვამ, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით. ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით და ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც იქნება ჩართული აბსოლუტურად ყველა უწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. მან აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა და ჩვენ მოვემზადებით ამ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ უკვე კონკრეტული გეგმის განხორციელებას”, - აღნიშნა პრემიერმა.


უკან
Live
ინფორმაცია
პირდაპირ
რეჟიმში
16°
2500m
900km
Live Camera
ტრასები
საბაგირო